მაიამი მასტერსი

ჯოკოვიჩი მაიამიში ჰაასს შეხვდება

მსოფლიოს რეიტინგის ნომერი ერთი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამიში მიმდინარე სონის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში გავიდა.

სერბმა ინდოელ სომდევ დევარმანს 6-3, 6-2  მოუგო და შემდეგ ტურში გერმანელ ტომი ჰაასს დაუპირისპირდება.

- კარგ კონდიციაში არ ვარ, რთული იყო რითმში ჩაჯენა, რადგან როგორც შემიძლია, ისე ვერ ვაწოდებდი. ქარიანმა ამინდმაც თავისი როლი ითამაშა და ამის გამო, მოსაგებად ორჯერ მეტი ძალისხმევა დამჭირდა. საბოლოოდ, გავიმარჯვე და ამის გამო მოხარული ვარ, - შეხვედრის შემდეგ განაცხადა სერბმა.

მეთხუთმეტე ნომრად განთესილმა ჰაასმა 2001 წლის შემდეგ პირველად გააღწია მეოთხე რაუნდში. მის მეტოქეს, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი ტურნირი 2007, 2011 და 2012 წლებში აქვს მოგებული.

კომენტარები