ქართული ოცნება

პრემიერი ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებს ხვალ დაასახელებს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ხვალ, შუალედურ არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებს დაასახელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაჟორიტარი კანდიდატი სამტრედიაში იურისტი გიორგი კახიანი, ნაძალადევის რაიონში ასევე იურისტი თამარ კორძაია, ხოლო ბაღდათში ადვოკატი პაატა კიკნაველიძე იქნებიან.

შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება, საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატების წარდგენის უფლება 28 მარტამდე აქვთ.
კანდიდატებს პრემიერმინისტრი ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, ხვალ 12:00 საათზე დაასახელებს. 

გარდა ამისა, 23 აპრილს, ივანიშვილი სიტყვით მიმართავს ევროსაჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში, სავარაუდოდ, 22 აპრილს გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.

 

კომენტარები