საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

"ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი ხვალიდან ძალაში იქნება და პრეზიდენტს აღარ ექნება არასწორი მექანიზმის გამოყენების ცდუნება. ხელისუფლება უფრო მშვიდ ვითარებაში შეძლებს მუშაობას და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში არჩევნების გარეშე ვერავინ ვეღარასდროს შეძლებს შეცვალოს მთავრობა, რომელსაც ხალხის ნდობა აქვს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებები, სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება.

კომენტარები