იუსტიციის სახლი

საერთო სასამართლოების კანონპროექტის შესახებ უმრავლესობისა და უმცირესობის კონსულტაციები დაიწყო

საერთო სასამართლოების შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები თბილისის იუსტიციის სახლში იმართება.

დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა, იქნება თუ არა აღნიშნული კანონპროექტი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საგანი. უმრავლესობის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დეპუტატები ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე და ზვიად ძიძიგური. უმცირესების მხრიდან კი, შეხვედრაზე მხოლოდ პავლე კუბლაშვილია მისული.

"დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებებით არ მოვსულვართ. მე მინდა მოვისმინო, თუ რა მოსაზრებები და შეთავაზებები აქვს მმართველ უმრავლესობას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით", - განუცხადა ჟურნალისტებს პავლე კუბლაშვილმა.

"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს მიღებული.

კომენტარები