საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის დირექტორად მამუკა ბახტაძე დაინიშნა

სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად მამუკა ბახტაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა.

საქართველოს რკინიგზის დირექტორის თანამდებობა რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო, მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბერში ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა, მოვალეობის შემსრულებლად კი ოლეგ ბიჭიაშვილი დაინიშნა.

ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო, რომელსაც 2012 წლის ნოემბრიდან კოკა გუნცაძე ხელმძღვანელობს.

მამუკა ბახტაძე, რომელსაც 2010 INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში MBA-ს კვალიფიკაცია მიენიჭა, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

 

კომენტარები