სამხედრო წვრთნები

ირაკლი ალასანია: საქართველო ამ წვრთნებიდან საფრთხეს პირდაპირ არ გრძნობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რუსეთის მიერ შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დაწყებას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბარში ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო ამ წვრთნებიდან საფრთხეს პირდაპირ არ გრძნობს.
"ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსეთის საოკუპაციო ჯარები ჩართული არ არიან ამ წვრთნებში, არც საქართველოს საზღვაო აკვატორია არ არის დარღვეული, მაგრამ თავისთავად ის, რომ წვრთნები შეუთანხმებელი იყო მეზობელ ქვეყნებთან, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის დარღვევაა. ჩვენთვის ახალი არ არის, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო პრაქტიკებს და სამართლის ნორმებს. ეს წვრთნები ჩვენს დაკვირვებას გააათმაგებს, თუმცა საქართველო ამ წვრთნებიდან საფრთხეს პირდაპირ არ გრძნობს", - აღნიშნა ალასანიამ.
მინისტრი ასევე აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ვარაუდი, რომ შავი ზღვაში დაწყებული სამხედრო წვრთნები საქართველოში მიმდინარე ქართულ-ამერიკულ წვრთნებს უკავშირდება. 

კომენტარები