მელორ ვაჩნაძე

მელორ ვაჩნაძე 400-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელორ ვაჩნაძეს 400-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ვაჩნაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა ციხე, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ის კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებული განცხადების შემდეგ მასთან დაკავშირებით, ყველა რეგიონში აჯარიმებენ. ”ხარკს მახდევინებენ”- აცხადებს მელორ ვაჩნაძე.

მისი თქმით, ლაგოდეხში ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 200 ლარიანი ჯარიმა უკანონოდ დაეკისრა. დაუმორჩილებლობად კი ის ჩაუთვალეს, რომ ოქმს ხელი არ მოაწერა. შსს-ის განცხადებით, ვაჩნაძემ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, რის შემდეგაც ის პატრულმა დააკავა.

საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა 18 მარტს  განაცხადა, რომ რვა თებერვლის ძალადობის გამო მელორ ვაჩნაძის 15 დღიან პატიმრობას ითხოვდნენ და სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა ას ლარად გამოუშვა მელორ ვაჩნაძე, იყო პირადად მისთვის შეურაცხყოფა. მისი განცხადებით, თითოეული პოლიციელის მიმართ აღმართული ხელი უმკაცრესად იქნება დასჯილი და ეს პირადად მის მიმართ აღმართული ხელია. საპასუხოდ, ვაჩნაძემ განაცხადა, რომ სირცხვილი ისაა, როდესაც დავით საყვარელიძე და ქალაქ თბილისის მერი კაბინეტებში იკითხებიან.

პოლიტპატიმრის სტატუსით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ვაჩ­ნა­ძე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გა­დაც­დო­მის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 2013 წლის 8 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდა­რი ინციდენტის გა­მო და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას 100-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა და სხდო­მის დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა

მე­ლორ ვაჩ­ნა­ძემ რუს­თა­ვის მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად 13 იან­ვარს და­ტო­ვა. მოძ­რა­ო­ბის "შე­მოგ­ვი­ერ­თდი" ლი­დე­რი თაღ­ლი­თო­ბი­სა და  სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბით 2009 წლი­დან იხ­დი­და სას­ჯელს. 

 

კომენტარები