რომის პაპი

პაპმა ფრანცისკემ კათოლიკე მრევლს აღდომის დღესასწაული მიულოცა

რომის პაპმა, ფრანცისკემ, მსოფლიოს 1.2 მილიარდ კათოლიკეს აღდგომის დღესასწაულზე პირველად მიმართა. სამოცდათექვსმეტი წლის ფრანცისკემ, რომელსაც თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, უფრო მარტივი თეთრი სამოსი ეცვა, თავის ქადაგებაში გაიხსენა ბიბლიური ისტორია, როცა იესოს საფლავის სანახავად მისულ ქალებს, ის ცარიელი დახვდათ. პაპმა მსმენელებს მოუწოდა „არ შეეშინდეთ უფლის მოულოდნელობების“, არასდროს დაკარგონ რწმენა ყოველდღიური ცხოვრების გამოცდებსა თუ განსაცდელში და თუ ეს ასე მაინც მოხდება, ყოველთვის მზად იყვნენ, რომ უფალი უკან შემოუშვან თავიანთ ცხოვრებაში.

 „გაუღეთ კარი იესოს. მიიღეთ ის, როგორც თქვენი მეგობარი. ენდეთ მას: ის არის ცხოვრება! თუ აქამდე ეს ვერ გააკეთეთ, ახლა გადადგით პირველი ნაბიჯი. ის თქვენ გაშლილი ხელებით შეგეგებებათ. თუ აქამდე ინდიფერენტულები იყავით, გარისკეთ: ეს ამად ღირს. თუ მისი მიმდევრობა რთულ გზად მოგეჩვენებათ, არ შეგეშინდეთ, ენდეთ მას, ყოველთვის გჯეროდეთ, რომ ის თქვენ გვერდითაა, თქვენთან ერთად არის და ის მოგცემთ თქვენ იმ სიმშვიდეს, რომელსაც ეძებთ და ძალას, იცხოვროთ ისე, როგორც ამას მხოლოდ მისი თანადგომით შეძლებთ“ -  მიმართა პაპმა მრევლს. 

კომენტარები