სახალხო დამცველის ანგარიში

მერაბიშვილი: საქართველოს ოფიციალური ორგანოები ქვეყნისთვის ტერორისტული იმიჯის შექმნას ცდილობენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი, სახალხო დამცველის ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციას შეეხება.

მერაბიშვილი სახალხო დამცველის მოსაზრებას ''იდიოტურ ბრალდებას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ''საქართველოს ოფიციალური ორგანოები ქვეყნისთვის ტერორისტული იმიჯის შექმნას ცდილობენ''.

"დღეს ვნახე ბრალდების წაყენების ახალი, ორიგინალური მეთოდი, როცა ომბუდსმენის მეშვეობით ხდება ბრალის წაყენება. ეს არის სრულიად იდიოტური ბრალდება. უფრო მეტი კომენტარის გაკეთება ასეთ განცხადებებზე შეუძლებელია. ეს არის მცდელობა, საქართველოს შეუქმნან ტერორისტული სახელმწიფოს იმიჯი. საქართველოს უკვე მიაწებეს პოლიტპატიმრების ქვეყნის იმიჯი, ახლა უნდათ, შეექმნას ტერორისტული ორგანიზაციების მომზადების და ტერორისტული ბაზების მქონე ქვეყნის სტატუსი. მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი განცხადება ბოლოს და არაერთგზის გააკეთა პატრუშევმა. დღეს უკვე საქართველოს ოფიციალური ორგანოები იმეორებენ პატრუშევის ბრალდებას. ეს არის ძალიან იდიოტური, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ დაკვეთას ახმოვანებენ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, სახალხო დაცველის, უჩა ნანუაშვილის ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2012 წლის აგ­ვის­ტო­ში პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სას­წავ­ლად პარ­ლა­მენ­ტში სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია უნ­და შე­იქ­მნას. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის, მათ შო­რის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა.

კომენტარები