ჰოკეი

რუსი ჰოკეისტი თავში დარტყმის მიღების შემდეგ გარდაიცვალა

რუს ჰოკეისტს დიმიტრი უჩაიკინს თამაშის დროს თავში ყვანჯი მოხვდა, რის გამოც შემდგომში გარდაიცვალა.

ინციდენტი ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების დროს მოხვდა, სადაც ერთმანეთს უჩაიკინის გუნდი - პავლოდარის ირტიში და არისტანის ტემირტაუ ხვდებოდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ლიტველმა დონატას კუმელიუსკასმა უჩაიკინს ყვანჯი ძლიერად მოარტყა, თუმცა დაზიანების მიუხედავად, ჰოკეისტმა სახლში წასვლა მოახერხა.

უჩაიკინი მეორე დღეს კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო გარდაიცვალა კიდეც .

- ეს ჩვენთვის და მისი ოჯახისთვის დიდი დანაკარგია. ახლა მხნედ უნდა ვიყოთ. დიმა ჩვენი მეგობარი, ნამდვილი მებრძოლი იყო, - განაცხადა უჩაიკინის თანაგუნდელმა დენის კლემეშოვმა.

მომხდარის გამო, ყაზახეთის ჰოკეის ფედერაციამ პლეი-ოფის ყველა მოახლოებული შეხვედრა გადადო.

კომენტარები