ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაია მასთან ერთად ბრალდებულებს ბოდიშს უხდის

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მასთან ერთად ბრალდებულებსა და მათი ოჯახებს ბოდიშს უხდის. მისი თქმით, ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდნენ საბრალდებო სკამზე, რომ მასთან არიან დაკავშირებულნი.

დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ახალაიამ მოწმეებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება: "თუ პროკურატურა ასეთი მოწმეების იმედზეა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. მე არ მიკვირს თქვენი პოზიციები და ის ქმედება როგორ უშლის დაცვის მხარეს, რომ თავისი ფუნქციები შეასრულოს. ეს ყველაფერი ერთ ქართულ ნაწარმოებს მახსენებს, "ასინეთა" რომ არის თუ იცით", - განაცხადა ახალაიამ. 

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს პირდაპირ უთხრა, რომ თუ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, იგი სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსით იქნებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დღეს სამი მოწმე, შეიარაღებული ძალების ყოფილი წარმომადგენლები დაიკითხნენ.

აღნიშნული საქმის განხილვა ხვალ, 11:00 სთ-ზე გაგრძელდება. 

კომენტარები