ახალაიას საქმე

ირაკლი ალასანია ახალაიას ბრალდებას უარყოფს

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ბაჩო ახალაიას ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. საქმე ეხება დღეს, ორ აპრილს გამართულ  სასამართლო პროცესზე ახალაიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გი­გი კა­ლან­და­ძეს ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა საგამოძიებო პროცესში კონკრეტული შეღავათების სანაცვლოდ შესთავაზა.

„ძალიან საწყენია, რომ ადამიანები ვერ იაზრებენ და სწორად ვერ აფასებენ საკუთარ შეცდომებს და ტყუილებით ცდილობენ აიცილონ გამოძიების თუ ზოგადად საზოგადოების ინტერესი. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია და არ მგონია, რომ ასეთ ტყუილს კალანდაძე დაადასტურებს. მე მაქსიმალურად, სრულიად დისტანცირებული ვარ საგამოძიებო პროცესიდან. თავდაცვის მინისტრი არ არის გამომძიებელი და აქედან გამომდინარე, მე მინიმალური ინფორმაცია მაქვს გამოძიების მიმდინარეობაზე, ზუსტად იმიტომ, რომ არ მოხდეს გარკვეულწილად ჩემი მხრიდან რაიმე საბაბის მიცემაც კი, რომ მე ზედმეტად ვინტერესდები გამოძიებით. ამიტომ გიდასტურებთ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. უკეთესი იქნება ყველამ საკუთარი ცხოვრება და შეცდომები გაიაზროს“, - ირაკლი ალასანიამ  აღნიშნული განცხადება თოქ-შოუ „პოლიტმეტრში“ გააკეთა. 

კომენტარები