სახალხო დამცველის ანგარიში

უმცირესობა სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის თარიღის გადაწევას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა, სახალხო დამცველის მოსმენის თარიღის რამდენიმე კვირით გადაწევას ითხოვს. ამის შესახებ, უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ბაქრაძის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ანგარიშის ვრცელი მოცულობიდან და მისი შინაარსიდან გამომდინარე, მისი განხილვა კომიტეტებში აპრილის ბოლოს დაიწყება. 

აღნიშნულს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიაც დაეთანხმა.

''შესაძლოა, კომიტეტში სახალხო დამცველის მოსმენა გადავწიოთ და უჩა ნანუაშვილს აპრილის ბოლოს მოვუსმინოთ", - აღნიშნა ბესელიამ. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა 16 აპრილს უნდა მომხდარიყო. სახალხო დამცველის მიერ მომზადებული 770-გვერდიანი ანგარიში პარლამენტში მარტის ბოლოს შევიდა.

კომენტარები