ალექსანდრე იაშვილი

იაშვილი: ყველაზე ცოტა, ღირსეულ მადლობასა და დამშვიდობებას ვიმსახურებდით

0 კომენტარი

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა Facebook-ის მეშვეობით წერილი გამოაქვეყნა. 

კობიაშვილის მსგავსად, ნაკრებში დიდი ხანია არ უთამაშია და არც გამოსამშვიდობებელი მატჩი ღირსებია ალექსანდრე იაშვილს. 

ფეხბურთელმა საკუთარ  Facebook-ის გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში ნაკრებთან დაკავშირებულ დისკუსიას. მე როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი ყოველთვის მზად ვარ და ვიყავი საქართველოს სახელის დასაცავად. ალბათ გულშემატკივრებიც დამეთანხმებიან, რომ მთელი ჩემი არც თუ ხანმოკლე საფეხბურთო კარიერის მანძილზე არასოდეს დამიზოგავს თავი, ყოველთვის ბოლომდე თავდაუზოგავად მიბრძოლია, ბევრჯერ ფიზიკური ტკივილის ფასადაც. გულშემატკივარი საბედნიეროდ ხედავდა და აფასებდა ამას, ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი ხალხის სიყვარულს და ეს ძალას მმატებდა. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი ნაკრების მესვეურებზე. გულშემატკივარს ახსოვს არა ერთი დაუმსახურებელი გადაწყვეტილება ჩემს მიმართ, თუმცა ამას არასოდეს შეუცვლია ჩემი დამოკიდებულება ნაკრებისადმი.
მე ერთ ერთ წინა წერილში ავღნიშნე, რომ ნაკრების ერთ ერთ უპირატესობას თაობების ბუნებრივი ცვლა და ჯანსაღი კონკურენცია წარმოადგენს. მე არ დამავიწყდება ის გრძნობა, როცა 17 წლის ჭაბუკი უკვე ცნობილი ფეხბურთელების გვერდით აღმოვჩნდი და როგორ ვცდილობდი ყველაფრის სწავლას და მათი მაგალითით პროფესიულ ზრდას. ვფიქრობ ახალგაზრდებისთვის ასეთი მაგალითის გარეშე შეუძლებელი იქნება ჭეშმარიტი პროფესიონალიზმის მიღწევა.
ვეთანხმები ლევანს და კახას,რომ საქართველოს არ აქვს ჯერ ფუფუნება ჩვენი გამოცდილების უგულვებელყოფის, რომელიც კარგი მაგალითია ახალგაზრდისათვის პროფესიონალიზმისა თუ საქმისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.
ვფიქრობ, რომ ამდენი წელი თავდადებული შრომის შემდეგ ფეხბურთელს უნდა მიეცეს საშუალება ღირსეულად წასვლისა თავისი ქვეყნის სამსახურიდან. ფედერაციისა და ნაკრების მესვეურებისგან კი ყველაზე ცოტა ღირსეულ მადლობასა და დამშვიდობებას ვიმსახურებდით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს თანადგომისთვის.

ალექსანდრე იაშვილი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები