ევროკავშირი-საქართველო

პეტრიაშვილი: ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მოვახდენთ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს, 5 აპრილს  ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მოახდენს. 

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.
"28-29 ნოემბერს დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე პარაფირება მოხდება ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის, რომლის შემდეგაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის შეუქცევადი და მართლაც ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს", - განაცხადა პეტრიაშვილმა. 
მინისტრმა ასევე  ევროკავშირიდან დახმარების კუთხით გაწეული სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება მოხდა.
"ეს დახმარებები არის ინსტიტუციური მშენებლობის კუთხით დახმარება, რომელიც არის 20 მილიონი ევროს მოცულობის და ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, რომელიც არის 40 მილიონი ევროს ოდენობით. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ევროკავშირის მიმართულებით ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა", - განაცხადა მან. 

კომენტარები