ვანდალიზმი

დოდო აბაშიძის ძეგლს ლურჯი საღებავი შეასხეს

ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის ძეგლს, ლურჯი საღებავი შეასხეს. მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ძეგლი, სავარაუდოდ, გუშინ ღამით შეღებეს.

შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა უკვე დაათვალიერეს. გამოძიება სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.

გარდა ამისა, შეღებილია თბილისში მდებარე, უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლიც.

კომენტარები