ხარება

პატრიარქის ქორეპისკოპოსი: ქალის დანიშნულება დედობაა

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლენილი საზეიმო ლიტურგიის შემდეგ, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ქალის დანიშნულებაზე იქადაგა. ქალი მამაკაცზე სუსტია და მისი დანიშნულება დედობაა - განაცხადა იმ ეკლესიის ეპისკოპოსმა, რომელიც გაქრისტიანებას კაბადოკიელ, უშვილო ქალს, წმინდა ნინოს უმადლის.

"ყველა ქალის დანიშნულება დედობაა, მამაკაცი ფიზიკურად ძლიერად შექმნა უფალმა, ქალი ყველაფერს ვერ უძლებს, მაგრამ ქალს ძალიან ბევრი რამ მისცა. ღვთისმშობლის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ ქალი არანაკლები გონიერებით დააჯილდოვა, თუ არა მეტი გონიერებით და ჭკუით ვიდრე კაცი. ფიზიკური სისუსტე შეივსო იმით, რომ ქალს აქვს მოსიყვარულე გული, ქალი მზად არის, იმისთვის რომ მსხვერპლად შეეწიროს, იქნება ეს ოჯახის წევრი, მეუღლე, ქვეყანა თუ სხვა რამ, ყოველთვის მზად არის დიდი გმირობისათვის.“ განაცხადა ეპისკოპოსმა.

ქადაგებას პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

 

კომენტარები