იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობის შეჩერებას არ გამორიცხავს

0 კომენტარი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობის შესახებ ისაუბრა. წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი სურვილი დაწყებული მშენებლობების დასრულებაა, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც კულტურულ მემკვიდრეობას ექმნება საფრთხე. 

"ეს გადაწყვეტილება მე ჯერ არ მიმიღია, რადგან კონსულტაციებს ვაწარმოებ და მე არ ვიქნები ის იუსტიციის მინისტრი, რომელიც ხელყოფს იმ საუკუნოვან ქართულ კულტურას, რომელიც მცხეთაში არსებობს. ამიტომ, მე მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მკაცრად იქნება შესაბამისობაში ქართული კულტურის ინტერესთან და არ დააზიანებს იმ ადგილს, სადაც საუკუნეების წინ ჩვენი, ყველას სულიერი აკვანი დაირწა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები