განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ

განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 8 აპრილს, 145-ე საჯარო სკოლას სტუმრობდა. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას მინისტრმა განაცხადა, რომ 2013-14 სასწავლო წელს საქართველოს ყველა სკოლის ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, წიგნები უფასოდ 2084 საჯარო სკოლის 650 ათასი მოსწავლეს დაურიგდება. 

"საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა, წელს პირველად ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისთვის სახელმძღვანელოებს სახელმწიფო შეიძენს", - განაცხადა მინისტრმა. 

 

კომენტარები