საქართველო-თურქეთი

მიხეილ სააკაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

შეხვედრა ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საუბარი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას.

მიხეილ სააკაშვილი თურქ კოლეგას გუშინ უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა სააკაშვილის დაშავების გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ველოსიპედით სეირნობისას დაშავდა. სტამბოლის საავადმყოფოში გამოკვლევისას, მას მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა და ოპერაცია ჩაუტარდა.

მიხეილ სააკაშვილი თურქეთში, სამუშაო ვიზიტით 6 აპრილს გაემგზავრა. ვიზიტი სავარაუდოდ ხვალ, 10 აპრილს დასრულდება.

კომენტარები