ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

კვირიკაშვილი: რუსული ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან დიდია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან რუსულ ინვესტიციებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან დიდია. კვირიკაშვილის განცხადებით, მას არ შეუძლია თქვას, ეს ინტერესი კონკრეტულ ინვესტიციებში გადაიზრდება თუ არა. 

"თუ მოვაწესრიგებთ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, რომ არცერთ კომპანიას არ ჰქონდეს მნიშვნელოვანი კონტროლი და მონოპოლია ბაზარზე, ვფიქრობთ, რუსული ინვესტიცია არანაირ საფრთხეს არ შეიცავს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნული განცხადება სასტუმრო "რედისნში" ბიზნესმენებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

კომენტარები