მინისტრთა კაბინეტი

ალასანია: 26 მაისი აუცილებლად საზეიმოდ აღინიშნება და იქნება სამხედრო კომპონენტი

კოალიცია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება. შეხვედრას პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება. როგორც ცნობილია, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები იქნება.

შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან, აღლუმთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიამ აღნიშნა, რომ 26 მაისი აუცილებლად საზეიმოდ აღინიშნება და იქნება სამხედრო კომპონენტი.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 26 მაისს აღლუმის გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს, "რადგან საქართველო არ არის ქვეყანა, რომელმაც სამხედრო ძალა უნდა აჩვენოს".

კომენტარები