კათალიკოს-პატრიარქი

ილია მეორე: საცხოვრებლად ვინც მიდის უცხოეთში, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას საზღვარგარეთ წასვლის საშიშროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ”ეროვნულ ნიადაგზე” და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება წასვლა , ისიც მცირე ხნით.

”მე არ ვამბობ, რომ არ უნდა წავიდეს სასწავლებად. სასწავლებლად უნდა წავიდეს ქართველი კაცი, მაგრამ საცხოვრებლად ვინც მიდის უცხოეთში, იმას უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა. ის ადგილობრივი მოსახლეობა შთანთქავს შენს ქართულ შთამომავლობას, ქართულ კულტურას” -განაცხადა კათალიკოს პატრიარქმა.

მან ისაუბრა იმაზეც, რომ საზღვარგარეთ გაგზავნით მშობელი შვილს მძიმე მდგომარეობაში აგდებს, რადგან მას აღარ ეცოდინება თავისი ენა, კულტურა, ისტორია, წინაპრები.

კათალიკოს პატრიარქმა ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის უდიდესი საიდუმლოებითაა მოცული. მისი თქმით, იოანე ზოსიმე, რომელმაც დაწერა "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", ვერ გაბედავდა ეთქვა, რომ ქართული ენით განიკითხება მსოფლიო, ამის საფუძველი რომ არ ჰქონოდა და ეს აზრი იყო იოანე ზოსიმემდე.

კომენტარები