NDI-ს კვლევა

NDI: 63% ეთანხმება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების ინიციატივას, 26% არ ეთანხმება

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისა და ჯარის მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლის ინიციატივის შესახებ, გამოკითხულთა 43% იყო ინფორმირებული.

მათგან 63% აღნიშნულ ინიციატივას ეთანხმება, 26% არ ეთანხმება, პასუხი არ აქვს 11%-ს, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 13-27 მარტის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით 3,103 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენდა. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და იგი შვედეთის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. წინა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2012 წლის ნოემბერში წარმოადგინა.

კომენტარები