დათა ახალაიას განცხადება

ვანო მერაბიშვილი: ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაიას სახელით, გუშინ, 15 აპრილს გავრცელებულ ბრალდებებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე პასუხობს. 
"მიუხედავად იმისა, მართლა დათა ახალაიას ეკუთვნის, თუ არა, გუშინ გავრცელებული განცხადება, საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ. 
ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას. ცხადია ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ, რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას.
სწორედ ამიტომ, 19 აპრილს 16 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის გამზირზე!", - ნათქვამია მერაბიშვილის მიმართვაში. 

კომენტარები