ლაფანყურის ოპერაცია

ომბუდსმენი: ლაფანყურში გარდაცვლილ ჩეჩენ მებრძოლებზე იარაღის ტარების მოწმობა შსს-მ გასცა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამტკიცებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირებზე ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და მართვის მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა. პარლამენტში, უმრავლესობასთან შეხვედრისას ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გამოძიების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. ნანუაშვილი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. მისივე თქმით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებზე ზეწოლის ფაქტები ასევე გამოსაძიებელია.

"ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თუ როგორ მოხდა სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ჩეჩენ მებრძოლებზე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, მართვის მოწმობის და შსს-ს მიერ რეგისტრირებული სხვა დოკუმენტების გაცემა. როგორ და რა გარემოებების გამო მოხდა სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები გლდანის ციხის ტერიტორიაზე. მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ასეთი კომისიის შექმნის შემთხვევაში, მასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს ჩეჩნური თემის არაერთი ლიდერი, უცხოეთში მცხოვრები ჩეჩნები, რომელთაც ამ სპეცოპერაციასთან კავშირი ჰქონდათ", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

 

კომენტარები