პრეზიდენტის გამოსვლა

პრეზიდენტი: ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი პრაიმერით შეირჩევა

საქართველოს პრეზიდენტი გადაცემა "პოზიციაში", 19 აპრილის მიტინგზე საპრეზიდენტო კანდიდატად ვანო მერაბიშვილის დასახელების საკითხს გამოეხმაურა.  მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი პრაიმერის გზით უნდა გამოვლინდეს. 

 "მე არ ვაპირებ მიტინგის დეტალებში შესვლას, რადგან არ ვარ საქმის კურსში. ბევრი მიზეზის გამო. პრეზიდენტის ფუნქცია ეს არ არის და არც უნდა იყოს. მიტინგის ფუნქცია არსად არ არის პარტიული ამოცანების გადაწყვეტა და კანდიდატების დასახელება და ალბათ არც აქ არავინ არ ავრცელებს ამას. როცა იქნება საპრეზიდენტო კანდიდატების საკითხი, ჩვენ ვართ ძალიან დემოკრატიული პარტია. ბევრი კანდიდატი იქნება, შეიძლება იყოს 20 კანდიდატი, თვითონ პარტიამ თქვა იქნება ეგრეთ წოდებული პრაიმერი. მოვლენ ტელევიზიაში სტუდიაში. 10 კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის ერთმანეთს ელაპარაკებიან სამომავლო გეგმებზე, წარსულის შეცდომებზე".

პრეზიდენტის თქმით, ვანო მერაბიშვილი ძალიან ღირსეული ადამიანია და კანდიდატების შერჩევის პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება. 

კომენტარები