საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: ველოსიპედით უბრალოდ ორმოში ჩავვარდი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში ის ავტომანქანას არ შეჯახებია. მისი თქმით, დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც ველოსიპედით გადაადგილებისას ორმოში ჩავარდა.  ამის შესახებ პრეზიდენტმა ნინო შუბლაძესთან "პოზიციაში" ისაუბრა. 

"არაფერი არ მოხდა. მაქვს დადებული ბევრი ნაკერი. არავითარი სატვირთო მანქანა, არანაირი ავარია არ ყოფილა. ჩვეულებრივად, სოფლის შარაგზებზე გამოვედი ჩემი ველოსიპედით და უბრალოდ ორმოში ჩავვარდი. ჩემი ველოსიპედი 35-50 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. კიდევ კარგი, მეკეთა კარგი შლემი და მან დამიცვა. ვიღაცა იტყვის, რომ თავი მოგვჭრა, ველოსიპედზე იჯდაო. ჯორჯ ბუშთან ერთად მივლია ველოსიპედით ამერიკაში, NATO-ს გენერალურმა მდივანმაც ზუსტად იგივე ვითარებაში მოიტეხა ფეხი. ასე რომ, მსოფლიოს ბევრი ლიდერი ამ ტრანსპორტით სარგებლობს", - აღნიშნა სააკაშვილმა. 

 

კომენტარები