საქართველოს პარლამენტი

ვერულაშვილი: მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაულია

პარლამენტის წევრმა მარიკა ვერულაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დატოვების შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. ვერულაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე მივიდა და ჟურნალისტებთა ისაუბრა. მისი თქმით, მასზე უმრავლესობის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და გადაწყვეტილება უმცირესობის დატოვების შესახებ თავად მიიღო. 

"ეს არის დათა ახალაიას დამსახურებილი საჩუქარი იუბილარ ვანო მერაბიშვილისადმი. ორი დღის წინ სწორედ ვანო მერაბიშვილის დაბადების დღე იყო. მე მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას და მას კიდევ მოუწევს ძალიან ბევრი რამის მოსმენა. ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. დღეს მინდა განვაცხადო, რომ ნაცმოძრაობის კრახი საპარლამენტო არჩევნებში სწორედ მისი [მერაბიშვილის] დამსახურება იყო. და მიმაჩნდა, რომ ის არ უნდა ყოფილიყო ნაცმოძრაობის გენერალური მდივანი ამ მარცხის შემდეგ. და რადგან ის დარჩა, გადავწვიტე, არ ვყოფილიყავი ამ პარტიის წევრი. ეს იყო ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, თუმცა დღესაც ვთვლი და მაშინაც მიმაჩნდა, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა არის დანაშაული", - განაცხადა ვერულაშვილმა. 

ვერულაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა თებერვალში დატოვა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დეპუტატსა და მის ოჯახზე უმრავლესობის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. 


 


"

კომენტარები