დიდი ბრიტანეთი

ლონდონში მარგარეტ თეტჩერს კრძალავენ

ლონდონში, წმინდა პავლეს კათედრალში, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის მარგარეტ თეტჩერის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. 

ლონდონის მერიის გადაწყვეტილებით, გლოვის ნიშნად დღეს არ დარეკავს ბიგ-ბენის საათი, რომელიც ბოლოს 1965 წელს ჩერჩილის გარდაცვალებისას გააჩერეს. 

თეტჩერი 8 აპრილს, 87 წლის ასაკ­ში ინ­სულ­ტის შე­დე­გად გარდაიცვალა. 

ის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი 1979 წელს გახ­და. ასე და­იწ­ყო დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 11-წლი­ა­ნი ეპო­ქა, რო­მელ­საც თეტ­ჩე­რიზ­მის ხა­ნას უწო­დე­ბენ.

ის დი­დი ბრი­ტა­ნე­თის პირ­ვე­ლი ქა­ლი პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი იყო, რო­მელ­მაც თემ­თა პა­ლა­ტის არ­ჩევ­ნე­ბი ზე­დი­ზედ სამ­ჯერ მო­ი­გო, გა­ი­მარ­ჯვა არ­გენ­ტი­ნას­თან ფოლ­კლენ­დის კუნ­ძუ­ლე­ბის­თვის წარ­მო­ე­ბულ ომ­ში, და­ა­მარ­ცხა ინ­ფლა­ცია და დას­წია გა­და­სა­ხა­დე­ბი. თეტ­ჩერ­მა  კონ­სერ­ვა­ტიუ­ლი პარ­ტი­ის გარ­და, მთე­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის  რე­ფორ­მი­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა. თეტ­ჩე­რამ­დე თით­ქმის ყვე­ლა ბრი­ტა­ნულ პარ­ტი­ას მე­მარ­ცხე­ნე პლატ­ფორ­მა­ზე უწევ­და ბრძო­ლა - ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში მე­მარ­ჯვე­ნე პო­ზი­ცი­ა­ზე მდგო­მი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც კი მო­სახ­ლე­ო­ბას მეტ სა­ხელ­მწი­ფო ჩა­რე­ვა­სა და დახ­მა­რე­ბას ჰპირ­დე­ბოდ­ნენ. თეტ­ჩერ­მა კი ღი­ად თქვა, რომ ეს ბო­რო­ტე­ბაა, ასე კრი­ზისს ქვე­ყა­ნა ვე­რას­დროს დაძ­ლევ­და. მის­მა მტკივ­ნე­ულ­მა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბელ­მა რე­ფორ­მებ­მა დიდ ბრი­ტა­ნეთს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა კე­თილ­დღე­ო­ბა და გავ­ლე­ნა მსოფ­ლი­ო­ში.

70-იან წლებ­ში ევ­რო­პის უმ­რავ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, მათ შო­რის დიდ  ბრი­ტა­ნეთ­შიც, მთავ­რო­ბის რო­ლი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში იზ­რდე­ბო­და. ამ ტენ­დენ­ცი­ას კარ­გი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბი არ მო­უ­ტა­ნია - მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნე­თის ხვედ­რი­თი წი­ლი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში 10%-დან 5%-მდე შემ­ცირ­და.   

თეტ­ჩე­რის მთავ­რო­ბამ მკვეთ­რად შეკ­ვე­ცა სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბი, და­იწ­ყო სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში მყო­ფი სა­წარ­მო­ე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცია და ეკო­ნო­მი­კა­ში სა­ხელ­მწი­ფოს რო­ლის შემ­ცი­რე­ბა.

თეტ­ჩე­რი უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის შემ­დეგ დი­დი ბრი­ტა­ნე­თის ყვე­ლა გავ­ლე­ნი­ა­ნი პრე­მი­ე­რი იყო, რო­მელ­მაც არა მხო­ლოდ თა­ვი­სი ქვეყ­ნის, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ზე მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. მის მი­ერ დაწ­ყე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო­ე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცია ბევ­რი ქვეყ­ნის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის და­საწ­ყე­ბად კარ­გი მა­გა­ლი­თი აღ­მოჩ­ნდა. მი­სი აზ­რით, ქვე­ყა­ნას წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­ეძ­ლო, თუ ამ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იც­ხოვ­რებ­დნენ. რო­მის პაპ იო­ა­ნე-პავ­ლე მე­ო­რე­სა და ამე­რი­კის პრე­ზი­დენტ რო­ნალდ რე­ი­გან­თან ერ­თად, მან მო­ა­ხერ­ხა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­მარ­ცხე­ბა და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ბა­ნა­კის დან­გრე­ვა. ამ გა­მარ­ჯვე­ბით ათო­ბით მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. თეტ­ჩე­რის ბრძო­ლამ მათ ბედ­ნი­ე­რე­ბის ძი­ე­ბი­სა და მი­სი მო­პო­ვე­ბის შან­სი მის­ცა.

სის­ხლი­ა­ნი მარ­გო, ჯავ­შნო­სა­ნი ტან­კი, ტი­რა­ნი ქვე­და­ბო­ლო­ში - მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაა იმ მეტ­სა­ხე­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც 80-იან წლებ­ში თეტ­ჩერს შე­არ­ქვეს, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე  ერთ-ერ­თი საბ­ჭო­თა გა­ზე­თის მი­ერ შერ­ქმე­ულ სა­ხელს უწო­დებ­დნენ - რკი­ნის ლე­დი.

თეტ­ჩერს ხა­სი­ა­თის მთა­ვარ თვი­სე­ბად სიმ­ტკი­ცეს უთ­ვლიდ­ნენ. პრე­მი­ე­რო­ბის დროს ის ხში­რად იმე­ო­რებ­და, რომ სა­კუ­თარ კურსს არას­დროს გა­და­უხ­ვევ­და. "მათ, ვინც ელო­დე­ბა, რომ ჩე­მი პო­ლი­ტი­კა 180 გრა­დუ­სით შეტ­რი­ალ­დე­ბა, მხო­ლოდ ერთს ვეტ­ყვი: თქვენ თვი­თონ შეც­ვა­ლეთ კურ­სი. ლე­დი უკან არ და­ი­ხევს!".

კომენტარები