საქართველოს პარლამენტი

უსუფაშვილი: ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის ამოცანაა

ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა და მისი პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა არის ქართული დემოკრატიის ამოცანა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. უსუფაშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის ინდივიდუალური წევრების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. რესპუბლიკური პარტიის წევრის თქმით, მისი სურვილია ნაციონალური მოძრაობის ჯანსაღი ნაწილი გადარჩეს და მათი დამარცხება პოლიტიკურად მოხდეს. 

უსუფაშვილმა ინტერვიუში ქართული ოცნების პროდასავლურობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დასავლეთში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ქართული ოცნება პროდასავლურია. 

კომენტარები