პაკისტანი

მუშარაფი შინაპატიმრობაშია

პაკისტანის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-დღიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა. გენერალი პოლიციას თავად ჩაბარდა. თუმცა სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი 18 აპრილს გასცა. 
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებები 2007 წლის მარტის მოვლენებს ეხება. იმ დროს მუშარაფმა, როგორც სახელმწიფოს მომავალმა მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა, ასევე სამსახურიდან გაათავისუფლა და შინაპატიმრობა მიუსაჯა მაღალი რანგის რამდენიმე მოსამართლეს. ადვოკატები მუშარაფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მუშარაფს შინაპატიმრობა შეუფარდა. დადგენილების გამოცხადებისთანავე მუშარაფმა სასამართლო დარბაზი დაცვასთან ერთად დაბურულშუშებიანი ავტომანქანით დატოვა.
ფერვეზ მუშარაფი პაკისტანს 1999-2008 წლებში მართავდა. 

კომენტარები