19 აპრილის აქცია

აკაკი ბობოხიძე: ვთხოვ სასულიერო და საერო ლიდერებს ნუ შეიყვანენ ერს შეცდომაში!

0 კომენტარი

"ნებისმიერი პარტიის წევრს მოვუწოდებ, რომ ჩვენი მტრების ტროას ცხენს - "ქართულ ოცნებას" გამოვგლიჯოთ ჩვენი სამშობლო", - განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

მისი თქმით, „რუსული იმპერია, რომელმაც ბრძოლით ვერაფერი დააკლო ქართულ სახელმწიფოს, დღეს „ქართულ ოცნებად“ შენიღბული ეპოტინება ჩვენს სამშობლოს.“

მან ასევე აღნიშნა, რომ წინ ორი არჩევნებია და ვერ აცლიან ხელისუფლებას 4 წელს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ დღეს დაიწყო საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი.

„ილია ჭავჭავაძემ სამი რამ შეუყენა ფუძედ ჩვენს თვითმყოფადობას - მამული, ენა, სარწმუნოება. არც ერთ ჩვენს დამპყრობელს - არც არაბს, არც სპარსს, არც ოსმალოს, არც მონღოლს არ წაურთმევია ჩვენთვის მამული ბოლომდე, იმიტომ , რომ არ გაუუქმებია ბაგრატოვანთა დინასტია და არ გაუუქმებია სახელმწიფო და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. არცერთ ჩვენს დამპყრობს არ შეურაცხყვია ქართული ენა, ეს მხოლოდ რუსეთის იმპერიამ გააკეთა და ქართულ ენას ძაღლების ენა უწოდა.

მე ვთხოვ ჩვენს საერო თუ სასულიერო ლიდერებს, რაც არ უნდა დიდი ავტორიტეტის უნდა იყვნენ ისინი, როდესაც გვეუბნებიან, რომ  ჩვენი ერთადერთი ფიზიკური და სულიერი მოძმე ერი რუსი ერია, ისინი ცდებიან და ნუ შეიყვანენ ერს შეცდომაში. კარგად გაიხსენონ გაგრაში, სოხუმში, ცხინვალში, ღორების და ძაღლების საჯიჯგნად მიყრილი ქართველი ბიჭების გვამები.  ჩვენი ადგილი არ არის იქ, საითაც „ქართულ ოცნებას“ მივყავართ. ეს არის ძალა, რომელიც ნელნელა გვაპარებს ანტიევროპულ და პრორუსულ ბაცილას“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები