ტერაქტი

ბოსტონის პოლიცია ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილ ჯოხარ ცარნაევს ეძებს

0 კომენტარი

ბოსტონის  ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 19 წლის ჯოხარ ცარნაევი ამ დრომდე იძებნება. მისი ძმა, 26 წლის ტამერლან ცარნაევი, რომელიც ასევე ეჭვმიტანილი იყო, პოლიციასთან  ორმხრივი შეტაკების დროს დაიღუპა. პოლიციამ ოპერაცია მასაჩუსეტში ტექნოლოგიურ ინსტიტუტში პოლიციის წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის შემდეგ დაიწყო. გამოძიების ფედარალურმა ბიურომ ჯოხარის ფოტოებიც გაავრცელა და ბოსტონის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. ძებნის გამო ბოსტონის 20-მდე ქუჩაა გადაკეტილი. 

ჩეჩნური წარმოშობის ძმები დევნილის სტატუსით აშშ-ში საცხოვრებლად სავარაუდოდ ათი წლის წინ ჩავიდნენ. უმცროს ძმას ბოსტონში არსებული სკოლა Cambridge Rindge & Latin School აქვს დამთავრებული.

ჯერჯერობით ტერორისტული აქტის ჩადენის მოტივი გაუგებარია. უცნობია, არსებობს თუ არა კავშირი ძმებსა და რომელიმე ექსტრემისტულ დაჯგუფებას შორის. ძმების ბიძამ, რუსლან ცარნიმ, რომელიც მერილენდში ცხოვრობს, მათ ხელმოცარულები უწოდა და განაცხადა, რომ ძალიან რცხვენია ძმისშვილების საქციელის გამო.

ჯონ ქერის განცხადებით, ცარნაევების დაკავშირება ჩეჩნეთთან ჯერჯერობით ნაადრევია. რამზან კადიროვმა კი ბოსტონის ტრაგედიას ამერიკული სპეცსამსახურების მარცხი უწოდა.

The Guardian-ის ჟურნალისტმა, ლუკ ჰარდინგმა თავის სტატიაში აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაცია კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ამყარებს პუტინის პოზიციებს და ამართლებს მის სასტიკ მეთოდებს ტერორისტების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, ბოსტონში მარათონის დროს მოწყობილი ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ხოლო 170-ზე მეტი კი დაშავდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები