გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია: დათა ახალაიას განცხადებაში ბოდვა და აბსურდი მოვისმინეთ

უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ, დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებაზე, გადაცემა აქცენტებში კომენტარი გააკეთა. ბოკერიამ აღნიშნულ განცხადებას ბოდვა უწოდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი ნაციონალურ მოძრაობაში სერიოზულ დისკუსიას არ იმსახურებს. 
''არანაირი შიდა განხეთქილება ნაციონალურ მოძრაობაში არ არსებობს. ყველა გუნდში ყოველთვის არსებობს რაღაც ჯგუფები, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს რაღაცაზე. მაგრამ ის ბოდვა და აბსურდი, რაც მოვისმინეთ დათა ახალაიას განცხადებაში, არის აშკარა კვალი რაღაც შეთამაშების ახალ ხელისუფლებასთან, ეს ყველასთვის ნათელია და არანაირ განხეთქილებასთან კავშირში არ არის. ნებისმიერი პარტიის შემადგენლობაში, მათ შორის მაღალ თანამდებობაზე, შეიძლება იყვნენ ფიგურები, რომლებიც შემდეგ დეგრადირდებიან და ეს არ არის სერიოზული შიდა დისკუსიის თემა ნაციონალურ მოძრაობაში'', - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. 
შეგახსენებთ, 16 აპრილს სოციალ ქსელ Facebook-ზე, დათა ახალაიას სახელით განცხადება გავრცელდა. ახალაიას ადვოკატმა განცხადების ავთენტურობა დაადასტურა. 

კომენტარები