იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროსთან ელექტრონული პირადობის მოწმობების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

0 კომენტარი

ელექტრონული პირადობის მოწმობების წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტროსთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა და მრევლის ნაწილმა აქცია გამართეს. მათ სპეციალური მიმართვაც შეიმუშავეს, სადაც აღნიშნულია, რომ  მრევლი გამოხატავს წყენას 30 000 ხელმომწერის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, ელექტრონული მოწმობების ალტერნატივასთან დაკავშირებით. 

"აგრეთვე, მართლმადიდებელთა კრებულის წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული პლებისციტური გამოკვლევის მიმართ, სადაც კითხვაში არ არის გათვალისწინებული ხელმომწერთა ინტერესი. სოციალური კვლევის ანალიზის ინსტიტუტი სვამს კითხვას ამგვარად: მოგწონთ თუ არა ID ბარათი. ასეთი კითხვით პლებისციტი უნდა ჩატარებულიყო მაშინ, როცა ID ბარათი შემოიღეს და თავს მოახვიეს საზოგადოებას. დღეს აქტუალური იქნებოდა კითხვა ასეთი ფორმით დასმულიყო – თანახმა არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ალტერნატიული საბუთების დაშვებაზე. ალტერნატივაზე თითქმის ყველა თანახმაა და ამ კითხვას რატომღაც თავს არიდებენ", - ნათქვამია მიმართვაში. 

მიმართვის თანახმად, წინა მთავრობის მსგავსად გრძელდება ადმინისტრაციული ზეწოლა მოქალაქეებზე. კერძოდ, ID ბარათის გარეშე მოალაქეები ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველთა სიაში.

"სინოდის მოთხოვნა, ალტერნატივის დაშვებასთან დაკავშირებით, ახალი მთავრობისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო. ასეთი ტიპის ძალადობა თუ დროულად არ გამოსწორდა, საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს", - აცხადებენ მიმართვის ავტორები.

იუსტიციის სამინისტროსთან აქცია დასრულებულია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები