გია ნო­დია: პრე­მი­ერს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა აქვს

0 კომენტარი

რუს­თა­ვი 2-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა პო­ზი­ცი­ა­ში, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა გია ნო­დი­ამ პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრის და მი­სი გუნ­დის ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მა­ზე ისა­უბ­რა, რაც, მი­სი აზ­რით, ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის აკ­ვი­ა­ტე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

"არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მე ვხე­დავ ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მას, პირ­ველ რიგ­ში პრე­მი­ე­რის მხრი­დან, მაგ­რამ არამ­ხო­ლოდ მი­სი მხრი­დან, ერ­თგვარ აკ­ვი­ა­ტე­ბას, ობ­სე­სი­ას აქვს ად­გი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მი­მართ. ძა­ლი­ან უჭირს პრე­მი­ერს ისა­უბ­როს სხვა თე­მა­ზე და არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე", - აც­ხა­დებს ნო­დია. მი­სი თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის წინ გა­სა­გე­ბი იყო, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მთა­ვარ მი­სი­ას წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა წარ­მო­ად­გენ­და და წმინ­დად ნე­გა­ტი­უ­რი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად. თუმ­ცა, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლი­დან დი­დი ხა­ნი გა­ვი­და და ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აკ­ვი­ა­ტე­ბად იქ­ცა.

"მე არ ვთვლი, რომ ეს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ქმე­დე­ბაა, მე ვთვლი, რომ ეს არის რა­ღაც პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც უფ­რო ფსი­ქო­ლო­გი­ურ კვლე­ვას სა­ჭი­რო­ებს. ეს შე­იძ­ლე­ბა იმით აიხ­სნას, რომ რო­გორც ხე­ლი­სუ­ფა­ლი, არ ხარ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცვლი სა­სა­უბ­რო თე­მას იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუ რა ცუ­დი იყო ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ეს შე­საძ­ლოა იყოს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნა, მაგ­რამ მე ვთვლი, რომ მხო­ლოდ ამას­თან არ გვაქვს საქ­მე", - აც­ხა­დებს გია ნო­დია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები