ევროპის საბჭო

მინიონი: ივანიშვილს რეაგირება მოუწევს იმ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე არსებობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი ბიძინა ივანიშვილს შეხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინიონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მოუწევს პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოს დღევანდელ მდგომარეობასა და უახლოესი მომავლის გეგმებზე კონსტრუქციული საუბარი გაიმართა.

"ხვალ საქართველოს პრემიერმინისტრი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა და, სავარაუდოდ, მოუწევს რეაგირება იმ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს", - აღნიშნა ჟან კლოდ მინიონმა.

კომენტარები