კრიმინალი

სტუ­დენ­ტი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სათ­ვის და­ა­კა­ვეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი, ლე­ვან ღ. მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. შსს-ს ცნო­ბით, მან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე-2 კორ­პუს­ში თა­ნა­კურ­სე­ლი, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გვან­ცა ა. მე-3 სარ­თუ­ლის ში­და კი­ბის მო­ა­ჯი­რი­დან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­აგ­დო, რის შე­დე­გა­დაც გო­გო­ნა მძი­მედ და­შავ­და.

და­შა­ვე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გვან­ცა ა-ს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ი­სათ­ვის მძი­მეა. შსს-ს გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ინ­ცი­დენ­ტში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შე­ა­ჩე­რეს და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს - სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108 მუხ­ლით, რაც 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კომენტარები