კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებს ხმაურის ფონზე განიხილავენ

parliament.ge

პარ­ლა­მენ­ტში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დე­პუ­ტა­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად პრო­ცე­დუ­რულ სა­კით­ხებს მოჰ­ყვა. უმ­ცი­რე­სო­ბამ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე, რო­მე­ლიც სხდო­მას უძ­ღვე­ბა, რეგ­ლა­მენ­ტის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შუ­ლა.

ე.წ. ტექ­ნი­კუ­რი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, რი­გით მე­სა­მე რე­გის­ტრა­ცია ოპო­ზი­ცი­ამ შეგ­ნე­ბუ­ლად არ გა­ი­ა­რა, დარ­ჩე­ნი­ლი 74 დე­პუ­ტა­ტი კი სე­სი­ის გახ­სნის­თვის საკ­მა­რი­სი არ იყო. მა­ნა­მა კო­ბა­ხი­ძემ კი­დევ ერ­თი რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ნიშ­ნა, რე­გის­ტრა­ცია 78 დე­პუ­ტატ­მა გა­ი­ა­რა და უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით, სხდო­მა დღის 3 სა­ა­თის­თვის გაგ­რძელ­და.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვეს. ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლის თქმით, სხდო­მის წამ­ყვანს სე­სი­ის გახ­სნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ ჰქონ­და, რად­გან რე­ა­ლუ­რად ქვო­რუ­მი არ შედ­გა. მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებს სხდო­მის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა ურ­ჩია.

სხდო­მა, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს, კით­ხვა-პა­სუ­ხით გაგ­რძელ­და.

კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში, პირს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნაც­ვლად, პირ­ველ ჯერ­ზე 400 ლა­რის ოდე­ნო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბა. სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დად­გე­ბა. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია.

კომენტარები