არქიტექტურა და დიზაინი

არაჩვეულებრივი მაკდონალდსი - ბათუმში

საერთაშორისო არქიტექტურული და დიზანერული ვებგვერდები და ინტერნეტ გამოცემები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ მსოფლიოში მაკდონალდსის ყველაზე არაჩვეულებრივი შენობა ბათუმშია. თემა რადიო თავისუფლების ბლოგზეც გაშუქდა.

ბათუმის მაკდონალდსის შენობის არქიტექტურა გაოცებას პირველ რიგში იმით იწვევს, რომ ის შუშის 460 პანელით არის დაფარული. გარდა ამისა, მთელი შენობის გარშემო აუზია, რომლის სარკისებრი ზედაპირი ირეკლავს შენობის ფასადის ფორმებს. ფასადის ნაწილი მთლიანად ფარავს ბენზინგასამართ სადგურს, რომელიც ისე მუშაობს, რომ მაკდონალდსის სტუმრებს საერთოდ არ აწუხებს.

ბათუმის მაკდონალდსის შენობის დიზაინერი გიორგი ხმალაძეა. მას განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული, მოგებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო კონკურსი.

  

კომენტარები