უეფას ჩემპიონთა ლიგა

მოურინიო: ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია

დორტმუნდის ბორუსიამ, შინ მადრიდის რეალი 4:1 დაამარცხა, რობერტ ლევანდოვსკიმ კი პოკერი შეასრულა. ესპანელების ფინალში გასვლის შანსი ძალიან მცირეა, თუმცა რეალის ფეხბურთელები და მესვეურები საპასუხო შეხვედრას იმედიანად უყურებენ. გთავაზობთ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს:

პეპე

- ჩვენ ვფიქრობდით, რომ უფრო იოლი იქნებოდა. ჩემპიონთა ლიგაში შეცდომები ძალიან ძვირად ფასობს. უნდა ვაღიაროთ, რომ ცუდად ვითამაშეთ, თუმცა კიდევ ერთი შანსი გაქვს, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ჩვენს გუნდს შეუძლია შედეგი ჩვენს სასიკეთოდ შეცვალოს და შევეცდებით, რომ ასე მოხდეს.

სერხიო რამოსი

-სათანადოდ ვერ განვეწყვეთ. ბორუსიამ გვაჯობა. როდესაც წილისყრით ეს გუნდი გვერგო მეტოქედ, ბევრს ეგონა, რომ გაგვიმართლა. ახლა ყველა დარწმუნდა, თუ რა ძლიერი გუნდია დორტმუნდის ბორუსია.

ჟოზე მოურინიო

- ბორუსია დღეს უკეთესი იყო: ყველა დუელი მოიგეს და ჩვენ ვერ შევძელით მათთვის რაიმე დაგვეპირისპირებინა. თუმცა, რეალს შეუძლია ჩამორჩენის აღმოფხვრა. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. იმედი კვლავ ცოცხლობს, არ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლის დროზე ადრე დასრულება, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რაც შეგვიძლია.

ემილიო ბუტრაგენიო

- დორტმუნდელები უკეთესები იყვნენ და ძალიან ეფექტურად მოქმედებდნენ. 4:1 - ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ არაფერი დასრულებულა, ჩვენ კიდევ გვაქვს 90 წუთი ბერნაბეუზე. მშობლიური სტადიონი ძალიან დაეხმარება ჩვენს ფეხბურთელებს. ვიცით, რა შეუძლია ამ გუნდს და იმედს არ ვკარგავთ.

კომენტარები