ფარული ვიდეოჩანაწერი

არასამთავრობოები გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, 3 მა­ისს გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ და გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

 ’’გვსურს გა­მოვ­ხა­ტოთ უკი­დუ­რე­სი შეშ­ფო­თე­ბა 3 მა­ისს გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ დე­ტა­ლებს შე­ი­ცავს. გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ვი­დე­ო­ში ფი­გუ­რი­რებს ჟურ­ნა­ლის­ტი, რაც თა­ვის­თა­ვად წარ­მო­შობს მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბის ეჭ­ვებს. ეჭ­ვებს კი­დევ უფ­რო აძ­ლი­ე­რებს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ, თა­ვად ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, ვი­დე­ოს ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბა უკავ­შირ­დე­ბა მის მი­ერ კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბის გა­მოვ­ლე­ნის გეგ­მას ყო­ფი­ლი და ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი სწო­რედ ეს პი­რე­ბი არი­ან’’ , - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. 

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­პი­რე­ბა, რომ მათ ხელთ არ­სე­ბულ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სხა­ველ კად­რებს გა­ა­ნად­გუ­რებ­დნენ.

’’ჩნდე­ბა ეჭ­ვი, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ გა­ა­ტა­რა ეფექ­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბი არც ძვე­ლი კად­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და დაც­ვის და არც მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კის სრუ­ლად აღ­მოფ­ხვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია დად­გინ­დეს, თუ რო­დის არის აღ­ნიშ­ნუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი, ვის ჰქონ­და წვდო­მა მა­სა­ლებ­ზე და რო­გორ მოხ­და ამ კად­რე­ბის გან­თავ­სე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში’’, - აც­ხა­დე­ბენ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი. 

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ით­ხო­ვენ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მი­ე­სალ­მე­ბი­ან შს მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­ერ საქ­მის პი­რად კონ­ტროლ­ზე აყ­ვა­ნას, თუმ­ცა თვლი­ან, რომ საქ­მის მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბით მთე­ლი მთავ­რო­ბა უნ­და იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ’’გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ეჭვს გა­მოთ­ქვამს საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით’’.

’’იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კად­რე­ბი ელექ­ტრო­ნულ სივ­რცე­ში აიტ­ვირ­თა, გა­მო­ძი­ე­ბას არ უნ­და გა­უძ­ნელ­დეს გავ­რცე­ლე­ბის პირ­ვე­ლა­დი წყა­როს დად­გე­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ დრო­ის რა პე­რი­ოდ­შია შექ­მნი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა, ყვე­ლა პი­რი, რო­მე­ლიც რა­ი­მე ფორ­მით ხელს უწ­ყობ­და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის შექ­მნას და შემ­დგომ­ში მის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით უნ­და და­ი­სა­ჯოს.

იმე­დი გვაქვს რომ, მო­მა­ვალ­ში აღა­რა­ვინ გახ­დე­ბა მთავ­რო­ბის მი­ერ უკა­ნო­ნოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა და მი­ყუ­რა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით წარ­მო­ე­ბუ­ლი შან­ტა­ჟის მსხვერ­პლი’’.

გან­ცხა­დე­ბას ხელს აწერს 5 არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გან­ზი­ა­ცია:

სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლო

სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა (GDI)

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრი (EMC)

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42- მუხ­ლი

კომენტარები