9 მაისი

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას 9 მაისს ულოცავს

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი ფოტო: fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღეს მი­უ­ლო­ცა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­მი­ე­რის მი­სა­ლო­ცი წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"9 მა­ი­სი ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღეა, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ამ დღეს! ფა­შიზ­მის და­მარ­ცხე­ბით ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ამ გა­ი­მარ­ჯვა ბარ­ბა­რო­სო­ბა­ზე და ეს დღე იქ­ცა უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის გა­მარ­ჯვე­ბის დღედ და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის კუთ­ვნი­ლე­ბად, ვინც ამ ომ­ში ფა­შიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თნა­ი­რი თავ­და­დე­ბით იბ­რძო­და. 

სა­ქარ­თვე­ლომ უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ ბრძო­ლა­ში. ჩვენ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­მა თავ­გან­წი­რუ­ლად იბ­რძო­ლეს ფა­შიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი 300 ათა­სამ­დე მებ­რძო­ლი გმი­რუ­ლად და­ე­ცა ამ ომ­ში, მარ­ტო ქერ­ჩის ბრძო­ლებს 120 ათა­სი ქარ­თვე­ლი შე­ე­წი­რა. ჩვენ სამ­შობ­ლოს ბევ­რი სა­ხე­ლო­ვა­ნი გმი­რი ჰყავს, ბევ­რის თავ­და­დე­ბა კი დღემ­დე უც­ნო­ბია. მინ­და პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ მათ ხსოვ­ნას, გმი­რე­ბის უკ­ვდავ სა­ხე­ლებს. 

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წი­წე­ბით ვუ­ლო­ცავ ამ დღეს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლე­ებს, ჩვენს სა­ხე­ლო­ვან ვე­ტე­რა­ნებს და ქედს ვიხ­რი მათ წი­ნა­შე. 

ჩვე­ნი, რო­გორც ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, ვა­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით ვიზ­რუ­ნოთ ჩვენს ვე­ტე­რა­ნებ­ზე, სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ მათ, ყვე­ლა პი­რო­ბა შე­ვუქ­მნათ ღირ­სე­უ­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის. სწო­რედ ამით იზო­მე­ბა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა - რო­გორ ექ­ცე­ვა იგი სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­გან­წი­რულ ადა­მი­ა­ნებს", - ნათ­ქვა­მია პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრის მი­სა­ლოც წე­რილ­ში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები