ქართული კინო

ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი გარ­და­იც­ვა­ლა

მსა­ხი­ო­ბი ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი დღეს, 9 მა­ისს, 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას არა­ერ­თი რო­ლი აქვს ნა­თა­მა­შე­ბი კი­ნო­სა და თე­ატ­რში. მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცესს ყვე­ლა­ზე დი­დი აღი­ა­რე­ბა "და­თა თუ­თაშ­ხი­ა­ში" შეს­რუ­ლე­ბულ­მა მთა­ვარ­მა როლ­მა მო­უ­ტა­ნა. ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცეს­მა ასე­ვე ითა­მა­შა ფილ­მებ­ში: "კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი", "ვედ­რე­ბა", "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა", "ნატ­ვრის ხე", "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი" და სხვა.

ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, მი­ღე­ბუ­ლი აქვს რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო, კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის და სხვა პრე­მი­ე­ბი.

ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი აქ­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და.

კომენტარები