ენერგოუსაფრთხოება

ივანიშვილი: რუსეთიდან გაზის შესყიდვაზე კალაძემ ზოგადი განცხადება გააკეთა

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ინ­ტერ­პრეს­ნი­უ­სის ცნო­ბით, პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აზე­ბა­ი­ჯა­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის კა­ხა კა­ლა­ძის მი­ერ ბუ­ნებ­რივ აირ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე ისა­უბ­რა. ივა­ნიშ­ვილ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთავ­რო­ბას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ლა­ძემ რუ­სე­თი­დან გა­ზის შეს­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე ზო­გა­დი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

"მად­ლო­ბას ვუხ­დი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთავ­რო­ბას და პი­რა­დად ილ­ჰამ ალი­ევს ამ ძა­ლი­ან და­ბა­ლი ფა­სი­სათ­ვის ბუ­ნებ­რივ აირ­ზე. მად­ლი­ერ­ნი ვართ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთავ­რო­ბის იმი­სათ­ვის, რომ ასე ია­ფად ვყი­დუ­ლობთ ჩვენ მათ­გან გაზს. კა­ხი კა­ლა­ძემ ინ­ტერ­ვი­უს დროს, რო­დე­საც და­უს­ვეს კით­ხვა, რომ ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ას ვყი­დუ­ლობთ რუ­სე­თის­გან, ზო­გა­დად თქვა, რომ რა­ტო­მაც არა, სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩვენ ყვე­ლას­თან უნ­და გა­ვამ­ყა­როთ და გა­ვაღ­რმა­ვო­თო. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ასეთ ფა­სად არ შეგ­ვიძ­ლია ვი­ყი­დოთ რუ­სე­თის­გან გა­ზი. ეს ნათ­ქვა­მი იყო სა­ერ­თო ფრა­ზე­ბით. ჩვენ რუ­სეთ­თან უკე­თე­სი უნ­და გავ­ხა­დოთ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა და ეს ჰქონ­და მას მხედ­ვე­ლო­ბა­ში და ჩვენ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ეს სხვა დო­ნე­ზე ას­წია, მან შეძ­ლო "ფრთე­ბი შე­ეს­ხა" ამ ფრა­ზე­ბი­სათ­ვის, ეს ზო­გა­დად იქ­ნა ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მი. ეს ნორ­მა­ლუ­რია, რუ­სეთ­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უნ­და გა­ვაღ­რმა­ვოთ და გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ, ეს ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა. სამ­წუ­ხა­როდ, გა­ზის ყიდ­ვა უფ­რო ია­ფად შე­უძ­ლე­ბე­ლია. კი­დევ ერ­თხელ ამი­სათ­ვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთავ­რო­ბას", - გა­ნაც­ხა­და პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა.

კა­ხი კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას რუ­სე­თი­დან გა­ზის შეს­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე 7 მა­ისს აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვი­ზი­ტით მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და პრე­მი­ერს ამ სა­კით­ხზე "ამომ­წუ­რა­ვი გან­მარ­ტე­ბის" გა­კე­თე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

კომენტარები