სექსუალური უმცირესობები

ჰონგკონგში ტრანსგენდერმა ქალმა ქორწინების უფლება მოიპოვა

Wikipedia

ტრანსგენდერმა ქალმა ჰონგკონგის სააპელაციო სასამართლოში ქორწინების უფლება მიიღო. განაჩენის შედეგად, სახელმწიფოს ქორწინების შესახებ კანონის გადაწერა მოუწევს.

განაჩენის მიხედვით, ტრანსგენდერი ოპერაციის შემდეგ მიღებული სქესის წარმომადგენლად უნდა ჩაითვალოს. ჰონგკონგელ ტრანსგენდერს ქორწინების სახლი დაქორწინებაზე უარს ეუბნებოდა, რადგან დაბადების მოწმობის მიხედვით, ის მამაკაცი იყო.

სატელეფონო ინტერვიუში ტრანგენდერმა ქალმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ის ქალია და ქალთა უფლებები მასზეც ჩვეულებრივ ვრცელდება. 

კომენტარები