ევროლიგის ფინალში პირეუსის ოლიმპიაკოსმა მადრიდის რეალი 100-88 დაამარცხა და ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.
შარშან ბერძნებმა ფინალში მოსკოვის CSK დაამარცხეს, წელს კი ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ.
ოლიმპიაკოსის ტრადიციულად ძლიერი დაცვა შეხვედრის პირველ ნახევარში ჩავარდა. შედეგად ესპანელებმა პირველ მეოთხედში 14, ხოლო მეორე მეოთხედში 20 ქულის ჩაგდება შეძლეს.
შესანიშნავად გამოიყურებოდა ვასილის სპანულისი, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიაკოსის რიგებში მოთამაშე ქართველმა გიორგი შერმადინმა ევროლიგა უკვე მეორედ მოიგო.
ფინალურ შეხვედრაში მის ანგარიშზე 6 წუთში 3 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.





