პრესკონფერენცია

ივანიშვილი: მე ვერ დავხარჯავდი ძალიან ბევრ დროს შრომის კოდექსის დამუშავებაზე

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შრომის კოდექსის შესახებ ისაუბრა. ტაბულას ჟურნალისტის კითხვის პასუხად, პრემიერმა განაცხადა, რომ საკითხზე სპეციალისტები მუშაობენ და ბიზნესმენების შენიშვნებს ითვალიწინებენ.

კითხვაზე, შრომის კოდექსზე გიორგი მარგველაშვილის და თავად პრემიერის განსხვავებული პოზიციების არსებობა, ხომ არ მიუთითებს გუნდის არაკოორდინირებულობაზე, პრემიერმა განაცხადა, რომ ეს ნორმალური პროცესია. 

"მე ვთვლი, რომ იუსტიციის სამინისტრომ შრომის კოდექსის ნორმალური კანონპროექტი შემოგვთავაზა, რაც მთავრობამ დაამტკიცა. წინააღმდეგი იყო მხოლოდ გიორგი მარგველაშვილი და, შესაბამისად, კენჭისყრის დაყენების საშუალება არ იყო. მე ვთვლი, რომ იუსტიციის სამინისტრომ ნორმალური, ევროპულთან ახლოს მდგარი შრომის კოდექსი შემოგვთავაზა და მთავრობამაც ეს დაამტკიცა. ჩემი აზრით, მას აკლდა ერთი რამ, არ იყო სათანადოდ შეჯერებული ბიზნესმენებთან. შესაბამისად, ამას მოჰყვა რეაქცია ოპონენტებისგან, ბიზნესმენებისგან, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატიდანაც. რის შემდეგაც მიმდინარეობს შრომის კოდექსის კორექტირება, რომ დამქირავებლის და დაქირავებულის უფლებები ერთნაირად იყოს დაცული. თუმცა მეც მარგველაშვილის იმ პოზიციას ვიზიარებ, რომ ბიზნესს მეტი უნდა დავუთმოთ, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას და სამუშაო ადგილების შექმნისას ინვესტორები შრომის კოდექსსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შესაბამისად, მიდის მუშაობა და ეს აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია. სპეციალისტები მუშაობენ, ბიზნესმენების შენიშვნები გაითვალისწინეს მაქსიმალურად და მეორე მოსმენაზე ამას ყველაფერს უფრო დახვეწილს მიაწვდიან საზოგადოებას", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი საკითხთან დაკავშირებით კორექტული იყო და თავისი აზრი სტუდენტებთან საუბრისას გამოთქვა, რაც შემდეგ "ვიღაცამ გამოუქვეყნა". რაც შეეხება პრემიერის პირად მოსაზრებას, რომელიც მარგველაშვილის მოსაზრებას ემთხვევა, ივანიშვილის თქმით, ეს ნორმალური პროცესია.

"მე ვერ დავხარჯავდი ძალიან ბევრ დროს შრომის კოდექსის დამუშავებაზე, თანაც მე არ ვარ პროფესიონალი იურისტი. მოხდა რეაგირება, ამერიკის სავაჭრო პალატიდანაც იყო რეაქცია, ამ რეაქციაზეც გავაკეთეთ მეორადი რეაგირებება და ეს იყო ნორმალური პროცესი. რა თქმა უნდა, უსამართლო იყო წინა შრომის კოდექსი და აბსოლუტურად არ იცავდა დასაქმებულებს, მაგრამ ეხლა რომ მათ ზედმეტი უფლებები მივცეთ, და ეს უფლებები შევუზღუდოთ დამსაქმებლებს, ბიზნესმენებს, ინვესტორებს, შეიძლება მივიღოთ უსამართლობა და არ იყოს სამუშაო ადგილები", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

შე­გახ­სე­ნებთ, ვი­ცეპ­რე­მი­ე­რმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა შრო­მის ახა­ლი კო­დექ­სის პრო­ექ­ტი გა­აკ­რი­ტი­კა.

"პარ­ლა­მენ­ტში ისე­თი შრო­მის კო­დექ­სია შე­სუ­ლი, ვე­რა­ვინ ვე­ღარ გა­ინ­ძრე­ვა. რო­ზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბის შრო­მის კო­დექ­სია შე­სუ­ლი, რო­ზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბას თუ ვახ­დენ­დით, არ ვი­ცო­დი. შიგ­ნით ისე­თე­ბი წე­რია, სა­ერ­თოდ დამ­საქ­მე­ბე­ლი ვე­ღარ გა­ჭა­ჭან­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვერც სა­ხელ­მწი­ფო და ვერც ბიზ­ნე­სი. ეს ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რია, მით უმე­ტეს, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბიზ­ნე­სი უნ­და გან­ვი­თარ­დეს, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რე­ფორ­მე­ბი უნ­და გა­ა­ტა­როს. ამ შრო­მის კო­დექ­სის შე­ტა­ნა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი. ამ ფონ­ზე, ისი­ნი შრო­მის კო­დექ­სის გა­მო პო­ლი­ცი­ას ურ­ტყა­მენ", - გა­ნაც­ხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომელიც ჯიპას ლაივსტრიმით გადაიცემოდა. 

მოგვიანებით, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მარგველაშვილის განცხადებას შრომის კოდექსზე მთლიანად იზიარებს. 

კომენტარები