პრესკონფერენცია

ივანიშვილი: სექსუალური უმცირესობის უფლებები დაცული უნდა იყოს

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, 17 მაისისთვის დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცული უნდა იყოს.  

"ეს ადამიანები საზოგადოების ისეთივე ნაწილია, როგორც თითოეული ჩვენგანი და უმცირესობის უფლებები დაცული უნდა იყოს. ვიცი, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ამას ვერ იღებს, მაგრამ ამისთვის ქვეყანაში არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურები და ისინი წესრიგს დაიცავენ. ამაზე აქცენტები არ უნდა გაკეთდეს და საზოგადოება ამას ნელ-ნელა მიეჩვევა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი უმცირესობის უფლებები დავიცვათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

მისივე თქმით, სახელმწიფო, 17 მაისის აქციაზე, მათ გამოხატვის უფლებას დაიცავს.

"დავიცავთ ყველა უფლებას და ყველა აღლუმს. არ ვიცი ეს ზუსტად როგორ მოხდება, მაგრამ, ალბათ, პოლიცია ჩადგება შუაში და ყველას მისცემს აქციის ჩატარების საშუალებას", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები